თორნიკე შენგელია მოედანს შედეგიანად დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ მან 10 დღის წინ ფეხი იტკინა და კოჭს მკურნალობდა. ევროლიგის მორიგ შეხვედრაში, რომელიც იტალიურმა ვირტუსმა საბერძნეთში, ოლიმპიაკოსთან გამართა, ქართველი ფორვარდი მოედანს დაუბრუნდა და თავისანთაგან საუკეთესოც იყო. საინტერესოა, რომ ბოლონიელები პირველი ტაიმის მერე 9 ქულის სხვაობით (46:37) იგებდნენ, თუმცა, მე-3 მეოთხედში 5:20 განადგურდნენ და დარჩენილ დროში ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ…