საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიური შეკრების ფარგლებში 3 სპარინგ-მატჩი გამართა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიური შეკრება დაასრულა. კოტე ტუღუშისა და მისი ასისტენტების – ლუკა ნოზაძისა და ქაქუცა აბაიშვილის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა რიგაში ყოფნის პერიოდში მოსამზადებელ ვარჯიშებთან ერთად 3 ამხანაგური მატჩი გამართა, რომელთაგან 2 დათმო და ერთში გამარჯვება მოიპოვა. პირველი შეხვედრა ქართველებმა 14 ივნისს, უკრაინასთან გამართეს და 66:56 დათმეს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ამ ფორმაციის ნაკრების პირველი…