გარეჯი მზადებას შეუდგა

ეროვნულ ლიგა აგვისტოში განახლდება. მანამდე კი გუნდები იძულებით პაუზას აქტიურად იყენებენ. მათ შორისაა ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერი საგარეჯოს “გარეჯი”. კახელებმა ყველასთვის მოულოდნელად მთავარი მწვრთნელი გიორგი ონიანი დაითხოვეს. ახალი თავკაცის ვინაობა კი ჯერ-ჯერობით უცნობია.

გუნდი მზადებას თბილისში, ოლიმპიურ სტადიონებზე შეუდგა. როგორც, შევიტყვეთ გუნდში რამდენიმე ახალი სახე გამოჩნდება. დეტალები უახლოეს მომავალში გაირკვევა.

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში კახელებმა რამდენიმე ამხანაგური შეხვედრაც დაგეგმეს. კერძოდ, “გარეჯი” 30 ივნისს “თელავს” შეხვდება, მატჩი 15:00 საათზე დაწიყება და კავკასიონი არენაზე გაიმართება.