საბურთალო ბოლნისის სიონს დაუზავდა

ეროვნული ლიგის განახლებამდე დაახლოებით 1 თვეა დარჩენილი. გუნდები ამ პაუზას კი აქტიურად იყენებენ. დედაქალაქური “საბურთალო” ამხანაგურ შეხვედრაში ბოლნისის “სიონს” დაუპირისპირდა და შევხედრად, ფრედ 1-1 დასრულდა. მიუხედავად არაერთი სახიფათო მომენტისა პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში კი ანგარიში ბოლნისის “სიონმა” გახსნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმით ბოლნისის ახალწვეულმა გიორგი კორიფაძემ მატჩის 83-ე წუთზე სტუმრები დააწინაურა, თუმცა მასპინძლებმა მალევე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. მატჩის მიწურულს ალეკო აფციაურმა მე-2 პენალტი დანიშნა და ლევან ნონიკაშვილმა 88-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. საბურთალოს ტრავმების გამო გიზი მამაგეიშვილი და ლუკა სილაგაძე დააკლდა. რაც შეეხება ახალწვეულებს გუნდთან ერთად გიორგი ომარაშვილიც ვარჯიშობს, რომელიც პირველ წრეში თელავის ღირსებას იცავდა.