საქართველოს ქალთა ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები სომხეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის ემზადება. ირის ანტმანის გუნდი ამხანაგურ შეხვედრებს 13 და 16 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. მოახლოებული თამაშებისთვის ჩვენი გუნდი 23 ფეხბურთელის შემადგენლობით, ილია კოკაიას სახელობის თბილისის ზღვის საფეხბურთო ცენტრში ემზადება. ტრავმის გამო, გუნდს ანა წულაია გამოაკლდა. სომხეთის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრები ქალთა ერთა ლიგის პირველი გათამაშებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ახალ…