დინამო ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრისთვის მზადაა
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანასთან“ განმეორებით შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირსპირებაზე ისაუბრა. „არ მიყვარს მიზეზების მოყვანა, თუმცა ყაზახეთში ჩატარებული მატჩი ძალიან არ მომეწონა. განსაკუთრებით რთული პირველი ტაიმი გამოდგა, რადგან ხელოვნურსაფარიან მოედანზე, თანაც ძლიერ სიცხეში თამაშს შეუჩვევლები ვართ. „დინამო არენაზე“ კი ადაპტაციის პრობლემა არ გვექნება და გულშემატკივრის მხარდაჭერასაც დიდი…