ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში, 28 იანვარს “თელავმა” მეორე ტესტ-მატჩი გამართა საგარეჯოს “გარეჯთან” მატჩი, ფრედ, 2-2 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ თელავმა პირველ ამხანაგურ შეხვედრაში თბილისის “დინამო”, მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 2-1 დაამარცხა.
რაც შეეხება კახური დერბის პირველი ტაიმი ვასილენკოს შეგირდება თორნიკე მორჩილაძის და ედუ პარკინაშვილის გოლებით მოიგეს. “თელავი” ამჯერადაც შერეული შემადგენლობით იყო – მთავარმა მწვრთნელმა ორივე ტაიმში ათამაშა ყველა ის ფეხბურთელი, ვინც კი განკარგულებაში ჰყავდა, იყვნენ ძველებიც და იყვნენ პოტენციური ახალწვეულებიც.
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას “თელავი” 31 იანვარს “ვიტ-ჯორჯიას” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 15:00 საათზეა ჩანიშნული.