სართიჭალის შტურმი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება

სართიჭალის “შტურმი” ახალ სეზონს ახალი სტადიონით ხვდება. ქვემო ქართლელებმა გაძლიერება დაიწყეს და გამოცდილი ფეხბურთელებიც დაიმატეს.

შტურმმა მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ორი ამხანაგური შეხვედრა გამართეს. ჯერ ლიგა 2-ის ბინადარი ვიტ-ჯორჯოა დაამარცხეს შემდეგ კი სპაერი. ბოლნოსთან და საბურთალოსთქნ მატჩები კი ფრედ დასრულდა.

რაც შეეხება მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას “შტურმი” 2 თებერვალს ერევნის BKMA-ს წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და სართიჭალის ახალ სტადიონზე ჩატრდება.