„არაგვმა“ ახალი სეზონისათვის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში ამხანაგური მატჩი გამართა სართიჭალის „შტურმთან“ და 0:2 დამარცხდა. სპარინგი სართიჭალაში ჩატარდა. დავით ქოქიაშვილმა შერეული შემადგენლობა ათამაშა და, რაც მთავარია, „არაგვის“ ფეხბურთელებმა დიდი დატვირთვების ფონზე იასპარეზეს. ცხადია, ამან კვალი დაამჩნია გუნდის თამაშის ხარისხს.
10 თებერვლიდან „არაგვი“ თბილისურ შეკრებაზე გადავა. 11 თებერვალს კი მორიგი ამხანაგურ შეხვედრას კიდევ ერთ თანალიგელთან, თბილისის „ლოკომოტივთან“ გამართავს.14 თებერვალს კი “არაგვი” ამხანაგურ შეხვედრაში “სამტრედიას” შეხვდება. ორივე მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.