გორის დილა ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. გორელებმა თურქული შეკრება დაასრულეს და ვარჯიშს მშობლიურ ქალაქში განაგრძობენ.
დილამ თურქეთში ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჯერ რუმინულ უნირეა ალბას დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა შემდეგ კი- ყაზახურ ყიზილჯარს გაეჯიბრა და მეტოქე 3-1 დაამარცხა.
რაც შეეხება მომდევნო ამხანაგურ მატჩს, გორის “დილა” 26 თებერვალს თბილისის “ლოკომოტივს” შეხვდება. თამაში გორში გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.