ეროვნული ლიგაში ორ კვირიანი პაუზა დაიწყო. გუნდები იძულებით შევსნებას აქტიურად იყენებენ, მათ, შორისაა “თელავი”.
კახელებმა ეროვნული ლიგა “მძიმედ” დაიწყეს. 3 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვთ მოგროვებული და ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებიან.
საფეხბურთო კლუბი “თელავი” 22 მარტს ამხანაგურ შეხვედრას “ვიტ-ჯორჯიას” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.
ვეტერინარები ლიგა 2-ში წარმატებით ასპარეზობენ. მათ სამიდან სამი შეხვედრის მოგება მოახერხეს.