იბერია 1999 შეიკრიბა

საფეხბურთო კლუბი იბერია 1999 შეიკრიბა. ეროვნულ ლიგაში საზაფხულო შესვნებაა გამოცხადებული. გუნდების ნაწილი ისევ ისვენებს. თუმცა, 28 ივნისს სუპერთასია ჩანიშნული და თბილისელებს არდადეგების შემოკლება მოუწიათ და ვარჯიშებიც განაახლეს.

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში “იბერია 1999” 21 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას სართიჭალის “შტურმის” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 11:00 საათზე დაიწყება და დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონის მიმდებარე ბაზაზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ იბერიას ეროვნულ ლიგაში 32 ქულა აქვს მოგროვებული და ცხრილში მე-3 საფეხურს იკავებს. ხოლო, შტურმი ლიგა 2-ში ასპარეზობს და 16 ქულით მე-8 ადგილზეა “გამაგრებული”.