ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მაკედონიელმა სპეციალისტმა, დიმატარ კაპინკოვსკიმ სამტრედია დატოვა. სამტრედიამ, ეროვნული ლიგის წლევანდელ სეზონში ოცდაერთი შეხვედრიდან, მხოლოდ ერთი მოიგო. ამ შედეგით ისინი, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან. სიახლე არ არის, რომ ეროვნული ლიგაში მწვრთნელები ხშირად იცვლებიან. გასულ წლებში გვქონდა შემთხვევები, როდესაც გუნდები ერთი სეზონის განმავლობაში სამ მწვრთნელს იცვლიდნენ. სამტრედია ახალი მწვრთნელის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.