რუსთავში დუდუ დადიანის მემორიალის 23-ე გათამაშება დაიწყო

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი რუსთავში, სპორტის ახალ სასახლეში დაიწყო. აღნიშნული ტურნირი 2002 წლიდან ტარდება და წლევანდელი გათამაშება რიგით 23-ეა, რომელშიც 12 გუნდი მონაწილეობს. სუპერლიგის 11 გუნდთან მემორიალში მონაწილეობს “რუსთავი 1991”, რომელიც არსებობის მანძილზე პირველად თამაშობს “ა” ლიგაში, სადაც წინა სეზონში, ბოლო ადგილის დაკავების გამო დაქვეითდა. მოგეხსენებათ,…

მეტი...

16-წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ვეტერანი – სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 2022 წლიდან მუშაობს. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სანდრო 18 და 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებში, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, დღეიდან კი 16-წლამდე ნაკრებს ჩაიბარებს, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობს. სანდრო კობახიძის გუნდი, 29 სექტემბერს, თურქეთის ქალაქ ერზურუმში…

მეტი...