თსუ-მ ზესტაფონში 22-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა და მარგვეთი დაამარცხა
სუპერლიგის დაუმარცხებელმა ლიდერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მშრალი სერია შეინარჩუნა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მ ზესტაფონში დიდი ბრძოლა გადაიტანა ადგილობრივ მარგვეთთან, რომელთანაც მთელი თამაშის მანძილზე აგებდა, ერთხანს, მესამე პერიოდში 22 ქულითაც (37:59) ჩამორჩებოდა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და დრამატულ ბოლო წუთებზე გამარჯვებას მიაღწია – 79:76 (სტატისტიკა). მარგვეთი ლეგიონერების ხარჯზე საკმაოდ გაძლიერდა, ისევე როგორც თსუ. უნივერსიტეტელებმა საკუთარი სიძლიერე მიმდინარე…