admin

საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა დათმო. ვილი სანიოლის გუნდი გლაგზოში, ჯგუფი ლიდერ შოტლანდიასთან 0:2 დამარცხდა.  მასპინძლები მე-6 წუთზე, კალუმ მაკგრეგორის გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც მატჩი ძლიერი წვიმის და მოედნის საფარის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო შეწყდა. შეხვედრა საათნახევრიანი პაუზის შემდეგ განახლდა. შოტლანდიის ნაკრების რიგებში მეორე გოლი სკოტ მაკტომინეიმ, მეორე ტაიმის დასაწყისში, 47-ე წუთზე გაიტანა. ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრებს სხვაობის შემცირების შანსი ჰქონდა, თუმცა ხვიჩა…

მეტი...

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, პორტუგალიასთან მატჩისწინა ვარჯიში გამართა

Საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას ხვალ, 21 ივნისს, 20:00 საათზე, პორტუგალიასთან მატჩით დაიწყებს, რომელიც თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება. მოახლოებული შეხვედრის წინ, ახალგაზრდულმა ნაკრება დინამო არენაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ხოლო მანამდე, დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ და კაპიტანმა – ანზორ მექვაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. 💬 რამაზ სვანაძე: “თითქმის ორი კვირაა შეკრებაზე ვართ და…

მეტი...

2-ოვერტაიმიან ბრძოლაში ვირტუსმა მილანი დაამარცხა და ფინალური სერია გაათანაბრა

დაძაბულ, დრამატულ, 2-ოვერტაიმიან ბრძოლაში თორნიკე შენგელიას ვირტუსმა მილანის ოლიმპიას მეორე საშინაო მატჩიც მოუგო და ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2. საჩემპიონო სერია მილანელებმა 2 საშინაო მოგებით დაიწყეს, თუმცა შემდეგ 2 გასვლითი მატჩი დათმეს და ყველაფერი ახლიდან იწყება. თანაც, იტალიის სერია A-ში ფინალური სერია 4 მოგებამდე გრძელდება და ჯერ ყველაფერი წინაა. სერიის მე-4 მატჩში დიდი ბრძოლა…

მეტი...

უეფაში 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა

უეფაში 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების 2023/24 წლის სეზონის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ბ ლიგის პირველ ჯგუფში იასპარეზებს. ქართველ გოგონებთან ერთად ა ლიგაში გადასასვლელად კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიის და სომხეთის 17-წლამდე ნაკრებები იბრძოლებენ. ა ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება.  ბ ლიგაში ითამაშებს საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები. ჩვენი გუნდი მეხუთე ჯგუფში მოხვდა, სადაც ბულგარეთს,…

მეტი...

U21 | საქართველო – პორტუგალია | 20 ივნისის განრიგი

Საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს, 20:00 საათზე, დინამო არენაზე, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის. 20 ივნისს, ოფიციალური რეგლამენტით გავთვალისწინებულ მატჩისწინა ვარჯიშს, ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ჩაატარებს, ხოლო ვარჯიშამდე, მასპინძელ არენაზე მთავარი მწვრთნელის – რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია გაიმართება. 20 ივნისის განრიგი | საქართველო – პორტუგალია 17:30 | რუი ჟორჟეს პრესკონფერენცია 18:00 | პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიში 19:00 | რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია…

მეტი...

შოტლანდია – საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას 20 ივნისს, გლაზგოში, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფის ლიდერთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ ჰემპდენ პარკზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გუნდის კაპიტან გურამ კაშიასთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა.  💬 ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “კვიპროსთან ჩვენც…

მეტი...