ბურჯანაძის კარგი თამაში და კორუნას მორიგი გამარჯვება ესპანეთის Leb Oro-ში

ბექა ბურჯანაძის მორიგი შესანიშნავი მატჩი და მორიგი გამარჯვება ესპანეთის LEB ORO-დ წოდებულ მეორე ლიგაში. ქართველი ფორვარდის გუნდი “ლეიმა კორუნა” ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და ამ გზაზე კიდევ ერთი, რიგით მე-20 გამარჯვება მოიპოვა. კორუნელებმა “კასერესს” უმასპინძლეს და 97:80 დაამარცხეს. ბურჯანაძე სათადარიგო იყო, მაგრამ ტრადიციულად მოედანზე სასტარტოს რომ უწევს, იმდენი დრო დაყო. 25 წუთში ბექამ 7…

მეტი...

თელავი სანაკრებო პაუზას აქტიურად იყენებს

ეროვნული ლიგაში ორ კვირიანი პაუზა დაიწყო. გუნდები იძულებით შევსნებას აქტიურად იყენებენ, მათ, შორისაა “თელავი”. კახელებმა ეროვნული ლიგა “მძიმედ” დაიწყეს. 3 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვთ მოგროვებული და ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებიან. საფეხბურთო კლუბი “თელავი” 22 მარტს ამხანაგურ შეხვედრას “ვიტ-ჯორჯიას” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. ვეტერინარები ლიგა 2-ში წარმატებით ასპარეზობენ. მათ სამიდან სამი შეხვედრის…

მეტი...

შერმადინმა არვიდას საბონისსაც გადაასწრო და ესპანეთის ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამხო

გიორგი შერმადინმა ევროპის ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო – ესპანეთის ლიგის კიდევ ერთი – საკმაოდ პრესტიჟული რეკორდი დაამხო. ტენერიფეს ქართველი ცენტრი გასული ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ამით ის ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა.  შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატების ტურის MVP მე-20-ედ გახდა, რაც ამ ლიგის აბსოლუტური რეკორდია. აქ უთამაშია არვიდას საბონისს, ლუკა დონჩიჩს, ესპანელი კალათბურთელების მთელს ვარსკვლავებს,…

მეტი...

შენგელია მოედანს 15 ქულით დაუბრუნდა | ვირტუსი ოლიმპიაკოსთან ბრძოლაში დამარცხდა

თორნიკე შენგელია მოედანს შედეგიანად დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ მან 10 დღის წინ ფეხი იტკინა და კოჭს მკურნალობდა. ევროლიგის მორიგ შეხვედრაში, რომელიც იტალიურმა ვირტუსმა საბერძნეთში, ოლიმპიაკოსთან გამართა, ქართველი ფორვარდი მოედანს დაუბრუნდა და თავისანთაგან საუკეთესოც იყო.  საინტერესოა, რომ ბოლონიელები პირველი ტაიმის მერე 9 ქულის სხვაობით (46:37) იგებდნენ, თუმცა, მე-3 მეოთხედში 5:20 განადგურდნენ და დარჩენილ დროში ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ…

მეტი...

შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდების ხელმძღვანელებმა საუკეთესო ცენტრად დაასახელეს

გიორგი შერმადინის კიდევ ერთი აღიარება. ლენოვო ტენერიფეს ქართველი ცენტრი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე მწვრთნელებმა ტურნირის საუკეთესო ცენტრად დაასახელეს. ჩემპიონთა ლიგამ შეჯიბრს შემორჩენილი 16 გუნდის დამრიგებელი მე-2 წრის სტარტამდე გამოკითხა და სხვადასხვა ნომინაციებში გამორჩეულთა ჩამოთვლა სთხოვა. შერმადინმა გამოკითხვაში 36.4% მიიღო და ზუსტად ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა თურქული პინარ ქარშიაქას მაღალ ვერნორ ქარის, მე-3 ადგილზე კი ასევე თურქული…

მეტი...

შენგელიამ ვალენსიასთან ტრავმა მიიღო და მოედანზე აღარ დაბრუნებულა

თორნიკე შენგელიამ ევროლიგის მატჩში ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია მისი დაზიანების ხარისხი და ის, თუ რამდენ მატჩს გამოტოვებს, თუმცა თავად ფაქტი, რომ თამაშისას მიღებული ტრავმის გამო მოედანი დატოვა და აღარ დაბრუნებულა, ძალიან არასასიამოვნოა. ეს მოხდა ევროლიგის 27-ე ტურის მატჩში, რომელშიც ვირტუსმა ბოლონიაში ვალენსიას უმასპინძლა. ვირტუსმა მეტოქე 87:74 დაამარცხა, სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა კი მოედანზე ყოფნიდან 6…

მეტი...

ჯიკიჩი: ზოგიერთმა მოთამაშემ ვერ გაამართლა ჩვენი მოლოდინი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა სერბეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ზოგიერთი კალათბურთელის თამაში მოეწონა, მაგრამ ზოგის – არა. „მადლობა გიორგი ცინცაძეს. მან სცადა, რომ სანაკრებო კარიერა კარგ ხასიათზე დაესრულებინა, სამწუხაროდ არ გამოვიდა. გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ ზოგიერთი კალათბურთელი კონცენტრაციის მხრივ არ მომეწონა. მხოლოდ მონდომება არ არის სერბეთისნაირი გუნდების დასამარცხებლად საკმარისი. არ…

მეტი...

გორის დილა ამხანაგურ შეხვედრას ლოკომოტივის წინააღმდეგ ჩაატარებს

გორის დილა ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. გორელებმა თურქული შეკრება დაასრულეს და ვარჯიშს მშობლიურ ქალაქში განაგრძობენ. დილამ თურქეთში ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჯერ რუმინულ უნირეა ალბას დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა შემდეგ კი- ყაზახურ ყიზილჯარს გაეჯიბრა და მეტოქე 3-1 დაამარცხა. რაც შეეხება მომდევნო ამხანაგურ მატჩს, გორის “დილა” 26 თებერვალს თბილისის “ლოკომოტივს” შეხვდება. თამაში გორში გაიმართება…

მეტი...

სტივ კინი: “ეს ჯერ კიდევ არ არის ჩვენი 100 პროცენტი, არაბიძის შესაძლებლობები კი უსაზღვროა”

“ტორპედომ” ესპანური შეკრება “ვილიარეალის” მეორე გუნდის შთამბეჭდავი ძლევით (4:1) დაასრულა. მატჩის შემდეგ ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა კომენტარი გააკეთა კლუბის ოფიციალური ფეისბუქგვერდისთვის: “ის, რაც დღეს პირველ ტაიმში ვიხილე, შთამბეჭდავი იყო – პრესინგი, ბურთის კონტროლი… ვფიქრობ, გულშემატკივრებმაც დაინახეს, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთის უკეთ ესმით. ეს ასეც უნდა იყოს. გუნდში მოსულ ახალ ფეხბურთელებს ადაპტაციისთვის დრო ყოველთვის სჭირდებათ. რისი…

მეტი...

შერმადინის ტენერიფემ მალაგაში უნიკახას მოუგო და სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა

გიორგი შერმადინი იყო ერთ-ერთი, რომლის დამსახურებითაც ლენოვო ტენერიფემ ლამის გმირული მატჩი მოიგო და თასის ნახევარფინალში გავიდა. ტრადიციულად, თებერვლის თვეში ევროპის წამყვან ლიგებში თასის გათამაშება ტარდება და ასეა ესპანეთშიც, სადაც პირველი წრის 8 საუკეთესო გუნდი ერთ ქალაქში იკრიბება და სამეფო თასისთვის თამაშობს. წლეულს თასის გათამაშების მასპინძელი მალაგა გახლავთ და სწორედ ამ ქალაქის გუნდი, უნიკახა იყო ტენერიფელთა…

მეტი...