მიმოხილვები

დიმიტარ კაპინკოვსკიმ სამტრედია დატოვა

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მაკედონიელმა სპეციალისტმა, დიმატარ კაპინკოვსკიმ სამტრედია დატოვა. სამტრედიამ, ეროვნული ლიგის წლევანდელ სეზონში ოცდაერთი  შეხვედრიდან, მხოლოდ ერთი მოიგო. ამ შედეგით ისინი, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან. სიახლე არ არის, რომ ეროვნული ლიგაში მწვრთნელები ხშირად იცვლებიან. გასულ წლებში გვქონდა შემთხვევები, როდესაც გუნდები ერთი სეზონის განმავლობაში სამ მწვრთნელს იცვლიდნენ. სამტრედია ახალი მწვრთნელის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

მეტი...

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის სიმბოლური გუნდი

სამდღიანი XXI ტური დასრულდა. მთავარი მატჩი იყო ქართული “კლასიკო”, რომელშიც თბილისის “დინამო” “ტორპედოს” დაუხვდა და 1:2 დამარცხდა. ქუთათურები სათოფეზე მიუახლოვდნენ ჯერაც ლიდერ გორის “დილას”. ამ გადასახედიდან, სტივ კინის გუნდი ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად მოსჩანს. თბილისის “დინამო” კი მეექვსე ადგილზეა – იქ, სადაც ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს არ შეეფერება ყოფნა.  ევროტურნირებიდან გავარდნის შემდეგ “იბერიამ” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა…

მეტი...

იბერია 1999-მა უიღბლო სერია შეწყვიტა

იბერია 1999-მა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და მესამე ადგილზე დაბრუნდა. ​​​​​​​იბერია 1999 3:1 სამტრედია მასპინძლები აგებდნენ, თუმცა რთულ ბრძოლაში მოახერხეს სამი ქულის აღება.  იბერიელთა ფორვარდმა შეიკნე სილამ თავურით ძელს მოარტყა ბურთი, ერთ წუთში კი სამტრედიამ გაიტანა… კონტრშეტევაზე განელმა დანილ ოვუსუმ ორიგინალურად იმოქმედა, მოტყუება, პაუზები და ბოლოს ძლიერი დარტყმა – 0:1. ასე დაწინაურდა…

მეტი...

ქალთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გავიდა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ირის ანტმანის გუნდმა ლიეტუვის ნაკრების სტუმრად, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. გამარჯვების გოლი მატჩის 88-ე წუთზე მაიკო ბებიამ, 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანა.  ქალთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა და C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა. ორრაუნდიანი პლეი-ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება. პლეი-ოფის ფარგლებში ევროპის…

მეტი...

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები რუმინეთთან ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების პირველი მარცხი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, რომელიც გუშინ რუმინეთის ქალაქ პიეშტში დაიწყო. პირველ მატჩში ალბანეთის განადგურების შემდეგ ქართველები დღეს მასპინძელ რუმინელებს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 76:86 (სტატისტიკა) წააგეს. რუმინეთი საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელიც საკუთარ კედლებში თამაშობს და A დივიზიონში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მასპინძლებმა პირველ ტურში ესტონეთს მოუგეს და ცხადია, საქართველოსთანაც მხოლოდ მოგებას…

მეტი...

ბოლნისის სიონმა ვარჯიში განაახლა

ერობნული ლიგა 2 სტარტს ივლისისს ბოლოს აიღებს. სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის გუნდები კი აქატიურად ემზადებიან. მათ შორისაა საფეხბურთო კლუბი ბოლნისის “სიონიც”. ქვემოქართლელებმა ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინეს. ამიერიდან გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტი, გაგა კირკიტაძე უხელმძღვენელებს. ბოლნისლებემა უკვე გამართეს ერთი ამხანაგური შეხვედრა, რომნელშიც საგარეჯოს გარეჯს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა კახელების გამარჯვებით ანგარიშით 2-1 დასრულდა. მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ბოლნისის “სიონი” 6…

მეტი...

ფილიპინებმა ლატვიას სძლია, რის გამოც საქართველოს დღეს 19 ქულით გამარჯვება სჭირდება

გუშინ ლატვიის დედაქალაქ რიგაში დაფიქსირებულმა ისტორიულმა და შესაბამისად, მოულოდნელმა შედეგმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლა გაურთულა. ფილიპინების ნაკრებმა, რომელიც საქართველოსა და ლატვიასთან ერთად A ჯგუფშია, მასპინძლებს 89:80 მოუგო და ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილ გუნდს რთული მისია დააკისრა: საქართველო ჯგუფიდან რომ გავიდეს, დღეს 19 ქულით უნდა მოუგოს ფილიპინებს. ასეთ შემთხვევაში სამივე ნაკრები თითო მოგებას დააგროვებს…

მეტი...

ტორპედო სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის გამარჯვებულია

ქუთაისის ტორპედო საქართველოს თასის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც დავით პეტრიაშვილის არენაზე გაიმართა, ქუთაისურმა კლუბმა დინამო თბილისი 2:1 დაამარცხა.  ფინალურ შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე ტორპედომ ელიტონ ჟუნიორის გოლით გახსნა. 61-ე წუთზე ნიკოლა ნიკოვიჩმა ქუთაისელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. დინამოს რიგებში 85-ე წუთზე გოლი ნიკო ცეცხლაძემ გაიტანა.  ფინალურ შეხვედრასთან ერთად მესამე ადგილისთვის მატჩი გაიამრთა. ბათუმში, ადგილობრივ დინამოსა და…

მეტი...

საქართველო – ჩეხეთი | 21 ივნისის განრიგი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.  20 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას ოთარ კიტეიშვილი  საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს 22 ივნისს, ჰამბურგში დაუპირისპირდება. 21 ივნისს, ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს ფელბერტში გამართავს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი…

მეტი...

იბერია 1999 შეიკრიბა

საფეხბურთო კლუბი იბერია 1999 შეიკრიბა. ეროვნულ ლიგაში საზაფხულო შესვნებაა გამოცხადებული. გუნდების ნაწილი ისევ ისვენებს. თუმცა, 28 ივნისს სუპერთასია ჩანიშნული და თბილისელებს არდადეგების შემოკლება მოუწიათ და ვარჯიშებიც განაახლეს. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში “იბერია 1999” 21 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას სართიჭალის “შტურმის” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 11:00 საათზე დაიწყება და დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონის მიმდებარე ბაზაზე ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ იბერიას…

მეტი...