ჩემპიონმა კვლავ მოიგო; სპაერი-რუსთავი ფრედ დასრულდა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეშვიდე ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა: იბერია 1999-მა დინამო ბათუმს სტუმრად 3:0 მოუგო, ხოლო სპაერისა და რუსთავის დაპირისპირება ფრედ დასრულდა – 1:1. სპაერი 1:1 რუსთავი ეროვნული ლიგა 2-დან დაწინაურებული გუნდები მშვენივრად გამოიყურებიან. მეორე-მესამე ადგილებზე არიან. კონკრეტულად მათ დაპირისპირებაში კი ფრე დაფიქსირდა. მე-13 წუთზე რუსთავი დააწინაურა პრინს ოსეიმ, რომელმაც სოლომონ კესის ეფექტური პასი…