- საქართველო 2:3 ისლანდია – შემადგენლობა და მატჩის გვერდი
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ასპარეზობა დაასრულა. პირველ შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა მონტენეგროსთან ფრედ – 1:1 ითამაშა, ხოლო მეორე შეხვდრაში ისლანდიასთან – 3:2 დამარცხდა.
მეორე ტაიმის 52-ე წუთზე, შეხვედრაში ანგარიში სტუმართა კარასონმა გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს ანდრია ბართიშვილმა ანგარიში გაათანაბრა. დამატებით დროში კიდევ სამი გოლი გავიდა – არნარსონის გოლს საბა ხარებაშვილმა უპასუხა, ხოლო საბოლოო ანგარიში დამატებული დროის მე-8 წუთზე გაბრიელ გუნარსონმა დააფიქსირა. 4 ქულით ისლანდია ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გავიდა.
შესარჩევი ციკლის ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად, მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.