შერმადინის 10 ქულა, 7 მოხსნა და ტენერიფეს მარცხი რიტასთან ნახევარფინალში
ბადალონაში მიმდინარე ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის „ოთხთა ფინალი“ გიორგი შერმადინის გუნდისთვის მოულოდნელი მარცხით დაიწყო. „ლა ლაგუნა ტენერიფე“ ნახევარფინალში ვილნიუსის „რიტასთან“ დამარცხდა — 69:87. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში თამაში თანაბარი იყო, ესპანური კლუბის მეორე ნახევარი ნამდვილ კატასტროფად იქცა. შეხვედრა ორმხრივი იერიშებით დაიწყო და პირველი ორი მეოთხედი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა — 17:18 და 17:22. დიდ შესვენებაზე გუნდები 6-ქულიანი…