ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან

9 ივნისს, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.  აღნიშნულ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. შეხვედრის მთავარი მსაჯები თეონა სტურუა იქნება. მას ასისტენტობას ელენე ელოშვილი და სოფო წულაია გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი თამთა შენგელია იქნება.  მატჩი ბიტოლაში, პეტარ მილოშევსკის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. 

მეტი...

შენგელიას 12 ქულა და ბარსა ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის ტენერიფეს შეხვდება

ესპანეთის ლიგა ენდესას ნახევარფინალში ქართველი გულშემატკივარი ნამდვილ საკალათბურთო დერბის იხილავს — თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ და გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ. თუმცა, ჩვენი ეროვნული გუნდის მოქმედი კაპიტნისა და ყოფილი ცენტრის უშუალო დუელს პარკეტზე ამჯერად ვერ ვნახავთ, ვინაიდან შერმადინი მკურნალობის გამო მოკლებულია შესაძლებლობას, პლეი-ოფის გადამწყვეტ ბრძოლებში კანარელებს დაეხმაროს. „ტენერიფემ“ მიმდინარე გათამაშებაში ნამდვილი სენსაცია უკვე გამოაცხო. რეგულარული…

მეტი...