“ოდიში” სანაკრებო პაუზა გამარჯვებით დაასრულდა. ამხანაგურ შეხვედრაში მეგრელები “მარგვეთს” დაუპირისპირდნენ და მეტოქე, ანგარიშით 3-0 დაამარცხეს. პირველ ტაიმში ოდიშელებმა მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს, ხოლო მეორეში ერთხელ დალაშქარეს იმერლების კარი. მარგვეთს შეეძლო გატანა თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ და შეხვედრა გოლის გარეშე ჩაამათავრეს.
რაც შეეხება მომდევნო ოფიციალურ შეხვედრას “ოდიში” განმუხურში “არაგვს” დაუხვდება. აღნიშულ შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის სხვაობა კი მხოლოდ 1 ქულას შეადგენს. ლიგა 2-ის გათამაშებაში ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა, რომ 1-2 შეხვედრის წაგების შემთხვევაში გუნდი შეიძლება გასავარდნ ზონაში აღმოჩნდეს და პირიქით ამდენივე თამაშის მოგების შემთვევაში დაწიანურების პლეი-ოფის ზონას გაუტანაბრდეს, ასე, რომ წინ საინტერესო და დაძაბული თამაშები გველოდა.