მოლდოვა 3:2 საქართველო – შემადგენლობა და მატჩის გვერდი
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, დღეს, ნისპორენში, მოლდოვის 21-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და მასპინძელ გუნდთან მინიმალური სხვაობით – 3:2 დამარცხდა.
შეხვედრაში პირველი საგოლე ეპიზოდი მე-15 წუთზე შეიქმნა, როდესაც შეხვედრის არბიტრმა ჩვენი გუნდის კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც პაპუნა ბერუაშვილმა მოიგერია. ტაიმის მიწურულს ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების კარში მეორე პენალტი დაინიშნა და ანგარიშიც ასე გაიხსნა – 1:0.
მეორე ტაიმში, მეტოქის მიერ გატანილ 2 გოლს, 70-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ, ხოლო 73-ე წუთზე რატი გრიგალავამ უპასუხეს – 3:2. ახალგაზრდული ნაკრები, ასპარეზობას 25 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩით განაგრძობს, რომელსაც შინ საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.