საქართველოს ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში ჩავიდა, სადაც მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატისთვის გენერალურ შეკრებას იწყებს. თბილისიდან ტრევიზოში საქართველოს ნაკრები 15 კალათბურთელით გაემგზავრა, ხოლო შეკრებაზე გამოძახებული კიდევ 3 მოთამაშე ნაკრებს ხვალ და ზეგ შეუერთდება. თბილისიდან გამგზავრებულ კალათბურთელებს შორის არიან:  გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, გიორგი კორსანტია,…

მეტი...

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრების პირველი მარცხი ევროპის C დივიზიონში

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემიონატის C დივიზიონში ასპარეზობა დასანანი მარცხით დაიწყო. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ ჭეიშვილისა და თეა კომლაძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში მალტასთან 74:79 (სტატისტკა) წააგო. ქართველებმა მორე პერიოდში მოპოვებული ხელჩასაჭიდი უპირატესობის (26:16) შემდეგ პოზიციები დათმეს და მესამე პერიოდში აქეთ ჩანორჩნენ 10 ქულით. შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე სალმე სვანის აქტიურობასა და ზუსტ…

მეტი...

დინამო ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრისთვის მზადაა

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანასთან“ განმეორებით შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირსპირებაზე ისაუბრა. „არ მიყვარს მიზეზების მოყვანა, თუმცა ყაზახეთში ჩატარებული მატჩი ძალიან არ მომეწონა. განსაკუთრებით რთული პირველი ტაიმი გამოდგა, რადგან ხელოვნურსაფარიან მოედანზე, თანაც ძლიერ სიცხეში თამაშს შეუჩვევლები ვართ. „დინამო არენაზე“ კი ადაპტაციის პრობლემა არ გვექნება და გულშემატკივრის მხარდაჭერასაც დიდი…

მეტი...

საქართველოს ქალთა ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები სომხეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის ემზადება. ირის ანტმანის გუნდი ამხანაგურ შეხვედრებს 13 და 16 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.  მოახლოებული თამაშებისთვის ჩვენი გუნდი 23 ფეხბურთელის შემადგენლობით, ილია კოკაიას სახელობის თბილისის ზღვის საფეხბურთო ცენტრში ემზადება. ტრავმის გამო, გუნდს ანა წულაია გამოაკლდა.  სომხეთის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრები ქალთა ერთა ლიგის პირველი გათამაშებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ახალ…

მეტი...

თბილისის დინამო ასტანას დაუპირისპირდება

დინამოელებმა დღეს ასტანა არენაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართეს. შეგახსენებთ ხვალ, თბილისის დროით 18.00 საათზე, ყაზახეთის დედაქალაქში უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩი გაიმართება. დღევანდელ წვრთნამდე ასტანა არენას საპრესკონფერენციო დარბაზში მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა. მომავალი მატჩის შესახებ დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. გიორგი ჭიაბრიშვილი: არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც თამაშისგან გამარჯვებას არ ელის. ჩემი მოლოდინიც…

მეტი...

საბურთალო ბოლნისის სიონს დაუზავდა

ეროვნული ლიგის განახლებამდე დაახლოებით 1 თვეა დარჩენილი. გუნდები ამ პაუზას კი აქტიურად იყენებენ. დედაქალაქური “საბურთალო” ამხანაგურ შეხვედრაში ბოლნისის “სიონს” დაუპირისპირდა და შევხედრად, ფრედ 1-1 დასრულდა. მიუხედავად არაერთი სახიფათო მომენტისა პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში კი ანგარიში ბოლნისის “სიონმა” გახსნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმით ბოლნისის ახალწვეულმა გიორგი კორიფაძემ მატჩის 83-ე წუთზე სტუმრები დააწინაურა, თუმცა მასპინძლებმა…

მეტი...

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა კოსოვოს 80:70 მოუგო

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. უკრაინასთან სადებიუტო მარცხის შემდეგ კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა კოსოვოს სძლია. საქართველომ მეტოქე 10 ქულის სხვაობით – 80:70  (სტატისტიკა) დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსები ხელშესახები დატოვა. ჩვენს გუნდს კოსოვოსთან საკმაოდ დიდი ბრძოლა გადახდა. პირველი პერიოდის შემდეგ ქართველები 16:23 იგებდნენ, თუმცა მეორეში თამაში გამოასწორეს და დიდ შესვენებაზე ლიდერის ამპლუაში…

მეტი...

დუდა სანაძე კარიერას უნგრულ ატომერომუში გააგრძელებს

საქართველს ეროვნული ნაკრების წევრმა, დუდა სანაძემ უნგრულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. 31 წლის უკანახაზელი კარიერას “ატომერომუ პარკსში” გააგრძელებს. სანაძემ კონტრაქტი ონლაინ გააფორმა, უნგრეთში კი მას შემდეგ ჩავა, რაც საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატში ასპარეზობას დაასრულებს. “ბედნიერი ვარ, რომ ASE-სთან გავაფორმე ხელშეკრულება, კლუბს ამ სეზონში სერიოზული გეგმები აქცს. ყველაფერს გავაკეთებ მოედანზე და მის გარეთ გუნდის საკეთილდღეოდ” – დუდა…

მეტი...

ევრო 2023-ზე სარეკორდო ჯამური დასწრება დაფიქსირდა – მაყურებლის 70 პროცენტი სტადიონებზე საქართველოში მივიდა

21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარეობს, ტურნირის არსებობის ისტორიაში გულშემატკივართა ყველაზე დიდი ჯამური დასწრება დაფიქსირდა. შეჯიბრების ისტორიაში ერთ მატჩზე დასწრების ახალი რეკორდიც საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების შეხვედრაში დამყარდა, რომელსაც პაიჭაძის სტადიონზე 44 338 გულშემატკივარმა უყურა. აღსანიშნავია, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ისტორიაში გულშემატკივართა დასწრების სამი საუკეთესო მაჩვენებელი თბილისში, მიმდინარე ჩემპიონატზე დაფიქსირდა. ჯგუფური ეტაპის მეორე…

მეტი...

საბურთალო მზადებას შეუდგა

საბურთალომ” ჩემპიონატში პაუზით ისარგებლა და საქართველოში შეკრებაზე მყოფ სომხურ “ურარტუსთან” (მოქმედი ჩემპიონია) 2:2 ითამაშა. თბილისელთაგან გოლები იური ტაბატაძემ და შეიკნე სილამ გაიტანეს. “საბურთალოს” სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: კუპატაძე, კომახიძე, ჯგერენაია, ჩადუნელი, მამასახლისი, ქარდავა, ასკურავა, კოხრეიძე, ტაბატაძე, სიხარულიძე, სილა. ომარ თეთრაძის გუნდში ითამაშა ახალწვეულმაც – ეს არის სირილ ჩამბა, რომელიც აქამდე “სამტრედიის” ღირსებას იცავდა. 25 წლის…

მეტი...