სფფ-ის წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩზე

8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ბარსელონა მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლებს.  უეფას გადაწყვეტილებით, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მატჩის დელეგატი სფფ-ის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე იქნება. ბარსელონა-ატლეტიკოს დაპირისპირება კამპ ნოუზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 

მეტი...

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო

საქართველოს თასის გათამაშების გამარჯვებულია თსუ! თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ფინალურ მატჩში ზესტაფონის მარგვეთი 83:70 (სტატისტიკა) დაამარცხა და მესამედ ბოლო 4 წელიწადში საქართველოს თასი მოიგო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში მეტოქეს შანსი არ მისცა. მეტნაკლებად თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, რომლის ბოლო მონაკვეთიდან თსუ-ს უპირატესობა გამოიკვეთა, უნივერსიტეტელებს სადავეები ხელიდან აღარ გაუშვიათ და გამარჯვებამდეც ილად მივიდნენ. თსუ-მ…

მეტი...

სამეგრელომ ამხანგური შეხვედრა დაგეგმა

საფეხბურთო კლუბი ჩხოროწყოს “სამეგრელო” სააღდგომო პაუზის დროს ამხანაგურ შეხვედრას თბილისის “თბილისის” წინააღმდეგ გამართვას. მატჩი 14 აპრილს გაიმართება და 11:00 საათზე დაიწყება. მოგეხსნებათ, რომ “სამეგრელო” აქცენტს ძირითადად აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელებზე აკეთებს და გუნდის ხელმძღვანელობა მაქსიმუალუარდ ცდილობს დამწყები ფეხბურთელბის დიდ გუნდში ინტეგრაციას რის ფარგლებში გუნდი პერიოდულად მონაწილობს სხვა და სხვა ამხანაგურ ტურნირში.

მეტი...

საქართველოს ღია ლიგის გათამაშება იწყება

საქართველოს ღია ლიგის 2026 წლის გათამაშება სტარტს 15 მაისს აიღებს და მასში 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობს. როგორც მოგეხსნეებათ, ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება და კერძო სპონსორებთან ერთად ლიგის გამართულ ჩატარებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უწყობენ ხელს. ტურნირის მიზანი ახალზაგრდა ფეხბურთელების ხელშეწყობაა, რომლებმაც თავი უფრო კვალიფიცრებულად წარმოაჩინონ და მიეცეთ გზა დიდ ფეხბურთში სათამაშოდ. ღია ლიგის ძირითადი პრინციპები…

მეტი...

რაშმა დელტა დაამარცხა, რუსთავმა კი ზესტაფონში წააგო

დღეს დასრულდა სუპერლიგის 21-ე ტური, რომელმაც ვერ გადაწყვიტა, თუმცა მეტი სიცხადე შეიტანა ცხრილის ბოლოს მყოფ გუნდებს შორის. გარკვეულია, რომ გურჯაანის დელტამ სუპერლიგა დატოვა, თუმცა ჯერაც უცნობია, რომელი გუნდი დაიკავებს ბოლოსწინა, მე-10 ადგილს და სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს.  სწორედ ის გუნდები თამაშობდნენ დღეს, რომლებიც დასარჩენად იბრძვიან. მე-10 ადგილზე გასვლის რეალური კანდიდატი დღევანდელი მატჩების შემდეგ რუსთავია….

მეტი...

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

სუპერლიგის 21-ე ტური დღეს თბილისში 2 მატჩით გაგრძელდა. გათამაშების ლიდერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა სტუდენტურ დერბიში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს უმასპინძლა და 86:78 (სტატისტიკა) დაამარცხა. ორივე გუნდი ძირითადი გამთამაშებლის გარეშე თამაშობდა – თსუ-ს მცირე ტრავმის გამო კუენტინ ჰარდრიქტი აკლდა, კავკასიელებს კი დისკვალიფიცირებული ლუკა მაზიაშვილი. კავკასიელებმა წინა თვეში თსუ-სთან თასის გათამაშების მეოთხედფინალში წააგეს. ზოგადად ამ გუნდების დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო…

მეტი...

სუპერლიგის 21-ე ტური კახეთში დაიწყო | ქუთაისმა თელავი დაამარცხა

სუპერლიგის 21-ე ტური დღეს თელავში დაიწყო. თბილისიდან კახეთში გადაბარგებულმა თელავმა მოქმედ ჩემპიონ ქუთაისს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 96:104 (სტატისტიკა) დამარცხდა. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურებია და გუნდებს, რომლებსაც პლეი ოფში თამაში გარანტირებული აქვთ და შორს მიმავალი გეგმები გააჩნიათ, ცხრილის რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე ასვლა სურთ, რათა მოედნის უპირატესობა ჰქონდეთ.  ქუთაისისთვის პირველ ადგილზე გასვლა რთული იქნება, რადგან თსუ-ს…

მეტი...

ფინალში გრიფინი და ლიბერთი გავიდნენ | ვინგსისთვის და ბლექ ფორტრესისთვის სეზონი დასრულდა

“ა” ლიგის ფინალში ერთმანეთს კასპის გრიფინი და თბილისის ლიბერთი დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდმა დღეს ნახევარფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩები მოიგო და ფინალურ სერიაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც სუპერლიგის საგზური თამაშდება. კასპის გრიფინი ფინალში ზედიზედ მეორედაა. გიორგი სიმონიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შარშანდელი ფინალი რუსთავთან წააგო. მოთამაშეთა კარგი სელექციის ხარჯზე კასპელები ზედიზედ მეორედ გავიდნენ ფინალში იმის მიუხედავად, რომ სეზონის…

მეტი...

“ა” ლიგის ნახევარფინალებში ვინგსმა გრიფინს გაუთანაბრა, ბლექ ფორტრესმა – ლიბერთის

“ა” ლიგის ნახევარფინალური სერიების მატჩები დღეს თბილისი არენაზე გაიმართა. ისე მოხდა, რომ ორივე წყვილში სერია გათანაბრდა: ანუ იმ გუნდებმა იმარჯვეს, რომლებიც სერიას აგებდნენ და ორივეგან გამარჯვებულს მესამე, გადამწყვეტი მატჩი გამოავლენს. თბილისი არენის სარბიელი თავდაპირველად ვინგსისა და კასპის გრიფინის მატჩს დაეთმო. შეხვედრა არ გამოვიდა ისეთი, “ა” ლიგის პლეი ოფს რომ შეშვენის. მიზეზებზე ძნელია საუბარი, თუმცა ფაქტია,…

მეტი...

ლიეტუვა 0:2 საქართველო 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვის ნაკრები დაამარცხა. კაუნასში ჩატარებული ამხანაგური მატჩი ჩვენმა გუნდმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგო — 0:2. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ კი გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა. 70-ე წუთზე ჩვენი გუნდის შემტევმა 11-მეტრიანი გაიტანა, 84-ე წუთზე კი ნიკა გაგნიძის პასით დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.  საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში გამართავს. 2 ივნისს,…

მეტი...