მიმოხილვები

თასის გათამაშებაში მერვედფინალური სერიის პირველი მატჩები დასრულდა

საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალური სერიის პირველი მატჩები დარჩენილ 4 წყვილში გაიმართა. თბილისი არენაზე თავდაპირველად სტუდენტური დერბი შედგა: სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი თსუ “ა” ლიგის დებიუტანტ თსსუ-ს დაუპირისპირდა. ამ გუნდებს შორის სხვაობა რომ დიდია ეს მატჩის ანგარიშმაც გამოაჩინა. თსუ-მ 40 ქულის სხვაობით – 120:80 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გასასვლელად საპასუხო მატჩში, რომელიც 27…

მეტი...

შერმადინი ისევ MVP გახდა, მისმა ტენერიფემ კი კომპოსტელაში იმარჯვა

გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” სტუმრად “ობრადორიო” დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ქართველი ცენტრი გახდა. ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში, რომელიც კანარელებმა სტუმრად, კომპოსტლაში 97:86 მოიგეს. შერმადინს ყველაზე მეტი ქულა არ ჩაუგდია, 19 ქულით ბომბარდირი ბრუნო ფიტიპალდო გახდა, თუმცა საუკეთესო მოთამაშეს გამაერთიანებელი სტატისტიკით ითვლიან, სადაც თითოეული სტატისტიკური მაჩვენებელი ითვლება და ერთიან კოეფიციენტში გამოისახება. სწორედ…

მეტი...

კავკასია ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებულია

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალს ახალი გამარჯვებული ჰყავს. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების რიგით მე-19 გათამაშება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო, რომლისთვისაც ეს გახლდათ პირველი ტიტული არსებობის 6-წლიან ისტორიაში. კავკასია 2018 წელს შეიქმნა და 4 სეზონი “ა” ლიგაში გაატარა, საიდანაც სუპერლიგაში 2022 წელს აღზევდა. სადებიუტო სეზონში კავკასიამ სუპერლიგის ბრინჯაოს მედალი მოიგო, მიმდინარე სეზონში კი მძიმე სტარტის…

მეტი...

მამუკელაშვილის 8 ქულა, 8 მოხსნა და 18 წუთი ვემბანიამას არყოფნაში

სანდრო მამუკელაშვილს სათამაშო დრო მიეცა და სან ანტონიოს ქართველმა ფორვარდმაც თავი კარგად წარმოაჩინა. ეს ამბავი ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში მოხდა, რომელშიც სან ანტონიომ ჩიკაგო ბულსს უმასპინძლა და 116:122 დამარცხდა. მამუკელაშვილმა მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1…

მეტი...

ბურჯანაძის ორმაგი დუბლი, MVP-ის ტიტული და მისი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება

ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა LEB Gold-ში თავი გამოიჩინა ბექა ბურჯანაძემ. ლეიმა კორუნას ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე ტურნირში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. ბურჯანაძის გუნდმა “მელილას” უმასპინძლა და 97:82 დაამარცხა, ბექა კი ერთადერთი იყო, ვინაც 2 სტატისტიკური მაჩვენებელი ორნიშნა რიცხვით გამოსახა. ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე 20:07 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 13 ქულა, 11 მოხსნა და…

მეტი...

თბილისის დინამომ ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა

დღეს დინამო თბილისი დიღმის ბაზაზე შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადებაც დაიწყო. დინამოელები შეკრების პირველ ეტაპს 27 იანვრამდე დედაქალაქში გაივლიან და ტესტ მატჩსაც გამართავენ. 27 იანვრიდან კი შეკრების მეორე ეტაპი თურქულ ანტალიაშია დაგეგმილი. ანდრეს კარასკოს გუნდი თურქეთში 20 თებერვლამდე გაჩერდება და 5 ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს. სპარინგ პარტნიორთა შესახებ უახლოეს პერიოდში გაცნობებთ. დღევანდელ სავარჯიშო პროცესში კი 27…

მეტი...

ეროვნული ლიცენზირების შედეგები

2024 წლის, ეროვნული ლიცენზიის მისაღებად განაცხადი წარადგინეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 3-ის და ქალთა ლიგის კლუბებმა. ასევე, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 4-ის შვიდმა და ქალთა ლიგა 2-ის ხუთმა კლუბმა. ლიცენზირების პროცესის პირველ ეტაპზე, კლუბებმა, ექსპერტებთან კონსულტაციებით, სალიცენზიო დოკუმენტაცია წარმოადგინეს 2023 წლის სექტემბერ/ოქტომბერში, რომლის საფუძველზეც სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტმა ჩაატარა პირველი განხილვა…

მეტი...

ბექა ბურჯანაძის კორუნა ბასკეტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გადასვლის კანდიდატია

წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ბექა ბურჯანაძე, რომელიც გასულ ოთხშაბათს 30 წლის გახდა, ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში წარმატებით ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ იგი “კორუნა ბასკეტის” ღირსებას იცავს, რომელიც EBA Gold-ში 12 მოგებითა და 4 მარცხით მე-2 ადგილზეა და ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში – Ligaendesa-ში გადასვლის კანდიდატია. ბურჯანაძის გუნდმა გასულ ტურში, 5 იანვარს სტუმრად “კასტელო” 83:74 დაამარცხა….

მეტი...

დინამო თბილისი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა

დინამო თბილისი რამდენიმე დღეში შეიკრიბება და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, რომლის პირველი ეტაპიც თბილისში, საწვრთნელ ბაზაზე გაივლის, ხოლო მეორე ნაწილი თურქულ შეკრებას დაეთმობა. სეზონის განახლებამდე გუნდში არაერთი სიახლე იქნება, თუმცა მანამდე გვინდა რამდენიმე ფეხბურთელს დავემშვიდობოთ. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა ზორან მარუშიჩთან, გაგი მარგველაშვილთან, მუსა სანგარესთან და დენის ბუშნიასთან. მოთამაშეებმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს. მათთან…

მეტი...

ნატალია ოთხმეზურის ბენეფისი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში | 38 ქულა 38 წუთში

ამერიკის ქალთა უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში მოთამაშე ერთადერთმა ქართველმა საოცარი მატჩი ჩაატარა. აიონა გაელსის უკანახაზელმა, ნატალია ოთხმეზურმა 38 წუთში 38 ქულა ჩააგდო, რითაც არათუ მისთვის, ზოგადად ქალთა კალათბურთისთვის გამორჩეული შედეგი დააფიქსირა. ოთხმეზური აიონა გაელსის (IONA Gaels) ღირსებას იცავს, რომელიც ქალთა უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში (NCAAW) 33 კონფერენციიდან ერთ-ერთში, Metro Atlantic Athletic-ში თამაშობს. ქართველმა უკანახაზელმა გამორჩეული შედეგი “მარისტ რედ…

მეტი...