მიმოხილვები

სამგურალმა მეორე ამხანაგურ შეხვედრაშიც იმარჯვა

სანაკრეპო პაუზის იძულებით შესვენებაზე წყალტუბოს “სამგურალმა” მეორე ამხანაგურ შეხვედრაში ზუგდიდის ,,ოდიშს” უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. 27.03. წყალტუბო ,,26 მაისი” ⚽️ გოლები: გეგეჭკორი, ველისოლი სამგურალი: სიუკაევი, გეგეჭკორი, რიანი, ვინისიუსი, შერგელაშვილი, ჟანი, ჯეფერსონი, აფციაური, ველისოლი, გოლეთიანი, სებოლინა შეცვლაზე შევიდნენ: ცეკვაშვილი, დეისაძე, ხორხელი, კვარაცხელია, ჯანჯღავა, მანჯგალაძე, იაშვილი, მეშველიანი, იმედაძე, პაპავა

მეტი...

წყალტუბოს სამგურალმა ამხანგურ შეხვედრაში იმარჯვა

მოგეხსენებათ, რომ სანაკრებო პაუზაა და გუნდები იძულებით შესვებას აქტაიურად იყნებენ. მათ შორისაა წყალტუბოს სამგურალიც. მარტვილის “მერანთან” გამართული ამხანაგური შეხვედრა წყალტუბოლების გამარჟვებით ანგარიშით 3-2 დაასრულდა. წყალტუბოელებიდან გოლები ორჯერ პაპავ და ერთხელ ჟან კარლოსმა გაიტანეს. მარტვილელებიდან კი თავი ქავთარაძემ და ესანკულოვმა გამოიჩნეს. რაც შეეხება მორიგ ამხანგურ შეხვედრას წყალტუბოს “სამგურალი” 27 მარტს, ზუგდიდის ოდიშის წინააღმდეგ გამართავს.

მეტი...

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს

საქართველოს თასის გათამაშების ოთხთა ფინალისტები ცნობილნი არიან. გუშინ და დღეს გამართულ მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩების შემდეგ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 7 აპრილს თასის ნახევარფინალებში ზესტაფონი ქუთაისს შეხვდება, ხოლო თსუ – თელავს. მოგეხსენებათ, მერვედ და მეოთხედფინალები 2-მატჩიანი სერიებისგან შედგება, ხოლო ნახევარფინალები და ფინალური მატჩი ერთმატჩიანია. შესაბამისად, 7 აპრილს ხსენებულ წყვილებში გამარჯვებული გუნდები 8 აპრილს ფინალში, საქართველოს თასის მოსაგებად…

მეტი...

საქართველო – ისრაელი | წლის პირველი მატჩი თბილისში 

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას 26 მარტს, თბილისში, ისრაელის წინააღმდეგ გამართავს.  მატჩის წინა დღეს, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ჩაკვეტაძეს, ხოლო საბა გოგლიჩიძემ ინდივიდუალურად ივარჯიშა.  მატჩისწინა ვარჯიშის დაწყებამდე, მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, ხვიჩა კვარაცელიამ უპასუხა.  ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების…

მეტი...

U21 | ახგლაზრდულმა მარტის მატჩებისთვის მზადება დაიწყო – პირველი ვარჯიში წყალტუბოში

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებით განაგრძობს. რამაზ სვანაძის გუნდმა დღეს წყალტუბოში პირველი ვარჯიში გამართა. ტყიბულის მეშახტეს შემტევი დიმიტრი ღურწკაია გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა. მოსამზადებელ ეტაპს დინამო ბათუმის – ლუკა წულუკიძე და წყალტუბო სამგურალის საყრდენი – ცოტნე ბერელიძე შემოუერთდნენ.  ლატვიასთან და მალტასთან მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ….

მეტი...

17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში

მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს – ლიგა ენდესაში. 17 წლის ქართველი გამთამაშებელი ბასკონიამ დიდი გუნდის განაცხადში სეზონის წინ როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ისე ევროლიგაში შეიყვანა და აი, დებიუტიც შედგა. ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ბასკონიამ ხირონას უმასპინძლა, 94:81 სძლია და მატჩის ბოლოს მოედანზე 17 წლის ქართველი გამოჩბნდა. მათემ 1:48 წუთი ითამაშა და 2 ქულა მიითვალა. ხატიაშვილმა…

მეტი...

ვინგსის გმირობა და პლეი ოფი | “ა” ლიგაში ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

“ა” ლიგის რეგულარული ჩემპიონატი დრამატულად დასრულდა. ბოლო, მე-10 ტურის წინ ერთბაშად 3 გუნდს ჰქონდა შანსი, პლეი ოფში გასულიყო, ან ლიგიდან გავარდნილიყო. ყველაფერი 3 მატჩში დაფიქსირებულ შედეგებზე იყო დამოკიდებული. ცნობილი რაც იყო, 3 გუნდის განაღდებული პლეი ოფი გახლდათ – გრიფინი, ბლექ ფორტრესი და ლიბერთი ნახევარფინალში გასულები იყვნენ, თუმცა ბოლო ტურში ამ 3 გუნდს 1-3 ადგილები უნდა…

მეტი...

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელთან და ლიეტუვასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო.  შეკრების პირველ დღეს ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ჩაკვეტაძეს და საბა გოგლიჩიძეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ, ხოლო ლუკა გუგეშაშვილი, ივა გელაშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი კვერნაძე ნაკრებს 24 მარტიდან შეუერთდებიან.  მარტის შეკრების პირველი ვარჯიშის დაწყებამდე, მიხეილ…

მეტი...

მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა

მარტის ამხანაგური თამაშებისთვის სანაკრებო განაცხადში მყოფმა საბა გოგლიჩიძემ „უოტფორდის“ დღევანდელი ვარჯიში ტრავმის გამო სრულად ვერ ჩაატარა. შეძლებს თუ არა ქართველი მცველი მოახლოებულ სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობას, ფეხბურთელის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი. არსებულ ვითარებაში, მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ნაკრებს ერთი ფეხბურთელი დაემატა. ისრაელთან და ლიეტუვასთან მატჩებისთვის განაცხადში ბერძნული „პანსერაიკოსის“ მცველი ივა გელაშვილი იქნება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 23…

მეტი...

U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის

27 მარტი – საქართველო V ლატვია | 19:00 | ბილეთები31 მარტი – საქართველო V მალტა | 19:00 | ბილეთები საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებით განაგრძობს. რამაზ სვანაძის გუნდი ლატვიას 27 მარტს, 19:00 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება, ხოლო მალტას იგივე მოედანზე, იდენტურ დროს, 31 მარტს უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 23…

მეტი...