ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. მეოთხედფინალში, ჩვენი გუნდი ისრაელის ნაკრებთან 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი, მეტოქემ 4:3 იმარჯვა. სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე რამაზ სვანაძის გუნდმა ოთხი მატჩი გამართა. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ჩვენმა გუნდმა პორტუგალია დაამარცხა, რის შემდეგაც, ბელგიასთან და ნიდერლანდებთან მატჩები ფრედ დაასრულა. მიუხედავად მეოთხედფინალურ…