ფუტსალის ნაკრები ამხანაგურ მატჩებს გამართავს
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 6 და 7 თებერვალს, ავთანდილ ასათიანის გუნდი რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ითმაშებს. მატჩები თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. მოახლოებული შეხვედრებისთვის, საქართველოს ნაკრებმა მზადება 16 ფეხბურთელით დაიწყო. მათ შორის ორი დებიუტანტია – ოთარ ბერეჩიკიძე და ჯანო კვარაცხელია. საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა: მეკარეები: ბექა ტყემალაძე…