ვილი სანიოლმა რუმინეთთან შეხვედრა შეაფასა

რუმინეთთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა თავისი გუნდის თამაში ასე შეაფასა:

“ისრაელთან და ლიეტუვასთან მატჩების შემდეგ თამაში თუ გაუმჯობესდა? პოზიტივი ნამდვილად დავინახე. ჩემი აზრით, პროგრესი არის. გუნდი ერთი კვირა ერთად ემზადებოდა და ეს ამის შედეგია. ახალი სახეები გამოვცადეთ და მათ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. იმედია, შემდეგ შეხვედრას უკეთ ჩავატარებთ.

ეგოიანი? ის ჩემთვის ახალი არ არის, ის დიდი ხანია ჩვენი მხედველობის არეში იყო. საკმაოდ დიდია მასზე დასავლური ფეხბურთის გავლენა, როგორც ჩაკვეტაძეზე და კიდევ ბევრ მოთამაშეზე. მამაგეიშვილს რაც შეეხება, მთლიანობაში მომეწონა. “ვინგერი” არ არის, მაგრამ დავალებებს კარგად ასრულებს და დანარჩენი მასზეა დამოკიდებული.

ახალწვეული მცველებიდან ვის შეუძლია მაღალი პრესინგით თამაში? ბოლო წლებში ნაკრებისთვის ფუფუნება იყო კაშიას მსგავსი მცველის მონახვა. დაცვის ცენტრში დავკარგეთ ასევე ხოჭოლავა, კვირკველია და გველესიანი. დაკვირვებაა საჭირო, რომ გამოვავლინოთ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც მათ შეცვლიან.

ჩაკვეტაძემ პირველ ტაიმში ისე ითამაშა, როგორც მისგან ველოდებოდით. მის მდგომარეობაზე ჯერ არ ვიცით, მალე შეფასდება და ზუსტი დიაგნოზი გვეცოდინება. დავითაშვიოლს კი ტრავმაც აქვს და ლიგა 1-ში რომ ვერ დაწინაურდა, ამის გამო გარკვეული არასასურველი ფსიქოლოგიური განწყობაც”, – თქვა ვილი სანიოლმა