საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ფეხბურთელის, ჯაბა დვალის გარდაცვალების გამო.

ჯაბა დვალი წლების განმავლობაში იცავდა ქართული და უცხოური კლუბების ღირსებას. მათ შორის, გამორჩეული პერიოდი გაატარა საფეხბურთო კლუბ ზესტაფონისა და დინამო თბილისის შემადგენლობაში. ჯაბა დვალი იყო საქართველოს, მოლდოვისა და აზერბაიჯანის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და უეფას ევროპა ლიგის ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიქის ავტორი.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჯაბა დვალის დებიუტი 2012 წელს, ეგვიპტის წინააღმდეგ თბილისში გამართულ შეხვედრაში შედგა.

ბოლო წლებში ჯაბა დვალი საფეხბუთო კლუბ ზესტაფონის გენერალური დირექტორი იყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თანაუგრძნობს ჯაბა დვალის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ამ მძიმე დანაკარგის გამო.