თელავი 0:1 გაგრა
გაგრამ თელავში მოიგო. დაძაბული თამაში გამოდგა და მთავარი ამბები მეორე ტაიმის შუაში დატრიალდა. 65-ე წუთზე გაგრას ნახევარმცველმა ოთარ გაგნიძემ კარგი გარღვევის შემდეგ პენალტი მოიპოვა. 11-მეტრიანი გუნდის კაპიტანმა მათე ცინცაძემ შეასრულა და კარს გადააცილა ბურთი. რამდენიმე წუთში მეორე პენალტი დაინიშნა თელაველთა კარში. ამჯერად გაგნიძემ დაარტყა, მეკარე ლევან თანდილაშვილმა მოიგერია და დამატებაზე მცველმა ზურაბ ჭავჭანიძემ ძლიერი დარტყმით…