საქართველომ ევრობასკეტის მეორე მატჩი იტალიასთან დათმო
ესპანეთის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მეორე შეხვედრა კიდევ ერთ გრანდთან, იტალიასთან გამართა და მარცხი განიცადა. კარგად ჩატარებული პირველი ტაიმისა და კიდევ უფრო კარგი მესამე პერიოდის საწყისი წუთების შემდეგ, საქართველოს ნაკრები აირია, თამაშის სადავეები ხელიდან გაექცა და საბოლოოდ 16 ქულით – 62:78 (სტატისტიკა) დამარცხდა. არადა, ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა 10-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და დიდ შესვენებაზე მეტოქესთან თანაბრად გავიდა….