საქართველომ კვიპროსი გაანადგურა და ბოლო ტურში ბოსნიას შეხვდება
საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტზე ასპარეზობს და დღეს, აღნიშნულ ტურნირზე ყველაზე დიდი სხვაობით გაიმარჯვა. ლიმასოლში მიმდინარე ევრობასკეტის C ჯგუფში ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა მე-4 შეხვედრა გამართა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. საქართველომ მასპინძელი კვიპროსი 93:61 (სტატისტიკა) დაამარცხა და ჯუფიდან გასასვლელ გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ჩვენს ეროვნულ გუნდს ჯგუფში დარჩენილი ერთი შეხვედრა ბოსნიასთან აქვს და…