საქართველო 3:0 ბულგარეთი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბულგარეთს 3:0 სძლია. დინამო არენაზე ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში 30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, რომელიც დღევანდელ მატჩში საქართველოს ნაკრებს კაპიტნობდა. 44-ე წუთზე, ზურიკო დავითაშვილის პასით ჩვენი გუნდის უპირატესობა ორამდე ნიკა გაგნიძემ გაზარდა სადებიუტო სანაკრებო გოლით. მატჩის საბოლოო ანგარიში 65-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ დააფიქსირა. ბულგარეთთან შეხვედრაში ეროვნული ნაკრების რიგებში ნოდარ ლომინაძის…