WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საბერძნეთთან ამხანაგური მატჩი გამართა. სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ჩატარებული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.  საქართველოს ნაკრების რიგებში გოლები ანასტასია ბუჩუკურმა და ანანო წიქარიძემ გაიტანეს.  საქართველოს და საბერძნეთის 17-წლამდე ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 19 სექტემბერს გაიმართება. მატჩი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში 18:00 საათზე დაიწყება. 

მეტი...

15-წლამდე გოგონათა ლიგის პირველი გათამაშება დაიწყო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 15-წლამდე გოგონათა ლიგის პირველი გათამაშება დაიწყო.  პირველი ტურის მატჩები 12 და 14 სექტემბერს, ხელვაჩაურსა და თბილისში ჩატარდა. აღმოსავლეთის ტურის დაწყებამდე, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ავაზაზე ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა შედგა. სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ნაკრების ფეხბურთელებმა, ნათია დანელიამ და ლიზი მწყერაშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და…

მეტი...