საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა სლოვაკეთის ნაკრებთან თბილისში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და ზედიზედ მეორე ითამაშებს ევროპის მთავარ სანაკრებო ტურნირზე. ბრატისლავაში გამართული დრამატული და უხვგოლიანი მატჩი სლოვაკეთმა 5:3 მოიგო, თუმცა ორი თამაშის ჯამში ჩვენმა გუნდმა მეტოქე 7:6 დაამარცხა. სლოვაკეთთან შეხვედრაში გოლები გიორგი ჩიმაკაძემ, არჩილ სებისკვერაძემ და ირაკლი თოდუამ გაიტანეს, რომელიც…