სალომე ხუბულური 17-წლამდე ნაკრებს აღარ გაწვრთნის

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებს სალომე ხუბულური აღარ უხელმძღვანელებს.   საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სალომე ხუბულური ქალთა სანაკრებო სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს კი, 2021 წლიდან იკავებდა.  სალომე ხუბულურს ეროვნული გუნდებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით, გვსურს მადლობა გადავუხადოთ გაწეული სამსახურისთვის და წარმატება ვუსურვოთ კარიერაში.

მეტი...

ქართველმა მსაჯებმა უეფას მსაჯთა განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა

ახალგაზრდა ქართველმა მსაჯებმა უეფას მსაჯთა განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.  წლევანდელი კურსი საქართველოდან უმაღლესი კატეგორიის მსაჯმა – კობა რევაზაშვილმა (26 წლის) და ასევე უმაღლესი კატეგორიის მსაჯის ასისტენტმა – გიორგი გოგოხიამ (22 წლის) გაიარეს. მსაჯებმა წარმატებით ჩააბარეს თეორიული, ფიზიკური მომზადებისა და ინგლისური ენის ტესტები. წლის განმავლობაში შედგა 2 შეკრება/სემინარი ნიონში. კურსის დასასრულს მონაწილეებს პროგრამის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატები…

მეტი...