შენგელიამ ბარსელონაში პირველი ოფიციალური მატჩი თამაშა | 8 ქულა და მარცხი ჰაპოელთან

ევროლიგის ახალი სეზონი თორნიკე შენგელიამ ახალ გუნდთან გახსნა – ის „ბარსელონასთან“ ერთად ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას ესტუმრა და ისრაელის „ჰაპოელთან“ ითამაშა. მთელი მატჩს განმავლობაში უპირატესობას „ჰაპოელი“ ფლობდა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც – 103:87. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, 24 წუთი ითამაშა და მატჩი 8 ქულით, 7 მოხსნით, 3 პასითა და 1 დაფარებით დაასრულა. 23 ქულით „ბარსას“ ბომბარდირი…

მეტი...

მათე ხატიაშვილი ბასკონიამ ევროლიგის განაცხადშიც შეიყვანა

16 წლის მათე ხატიაშვილი ესპანურმა ბასკონიამ ევროლიგის განაცხადში შეიყვანა. ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ლიგის გუნდმა ახალგაზრდა ქართველი ამ სეზნის დასაწყისში ასაკობრივი გუნდიდან ძირითადში დააწინაურა და ხატიაშვილი ესპანეთის უმაღლესი ლიგის განაცხადში შეიყვანა, თუმცა ბასკონიას სამწვრთნელო შტაბი ამას არ დასჯერდა და ხატიაშვილს კიდევ უფრო დიდი ნდობა გამოუცხადა. 16 წლის ქართველი გამთამაშებელი ბასკონიელებმა ევროლიგის განაცხადშიც შეიყვანეს, რაც უბრალო ამბავი არ…

მეტი...

კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში

ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში, რომელსაც Primera FEB ეწოდება, საქართველოს ნაკრების ფორვარდის, გიორგი კორსანტიას დებიუტი შედგა. კორსანტიამ “გიპუზკოა ბასკეტის” შემადგენლობაში შედეგიანად ითამაშა, თუმცა მისმა გუნდმა პირველი ტურის საშინაო მატჩი “კორუნასთან” დათმო. ეს ის გუნდია, რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავდა და რომელიც გასულ სეზონში ესპანეთის უმაღლეს, ლიგა ენდესაში გამოდიოდა და წარუმატებლობის გამო დაქვეითდა. გიპუზკოამ შეხვედრა 63:79 წააგო,…

მეტი...