17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ასპარეზობა დაასრულა
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, დღეს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე მატჩში მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით – 2:1 დამარცხდა. შეხვედრაში ალექსანდრე კობახიძის გუნდიდან ერთადერთი გოლი ანდრია ბართიშვილმა 49-ე წუთზე, ეფექტურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ამ მარცხით, ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ასპარეზობა, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა. 17-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის…