მეშახტე-სამგურალი ფრედ დასრულდა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ტური დასრულდა. ტყიბულის მეშახტისა და წყალტუბოს სამგურალის დაპირისპირებაში გოლი არ გავიდა. მეშახტე 0:0 სამგურალი ტყიბულის მეშახტემ ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და პირველი ქულაც მოიპოვა. შეგახსენებთ, მეშახტე შარშანწინ ლიგა 3-ში იყო, შარშან ლიგა 2-ში და აი, ახლა მთავარ ლიგაშია. ტყიბულელთა და წყალტუბოელთა დაპირისპირება 0:0 დამთავრდა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. …