16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა 

გიორგი ჩიტაურის 16-წლამდე ნაკრებმა, 6 და 7 მარტს, მოლდოვის ქალაქ ვადულ-ლუი-ვოდეში მდებარე მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, მასპინძელი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა. პირველ მატჩში, ჩვენი გუნდი მეტოქესთან მინიმალური სხვაობით – 2:1 დამარცხდა, სადაც თავი 58-ე წუთზე ნიკოლოზ სახვაძემ გამოიჩინა, რომელმაც სხვაობის შემცირება თერთმეტმეტრიანით შეძლო. მეორე შეხვედრა კი ჩვენმა ასაკობრივმა 2-ბურთიანი სხვაობით მოიგო…

მეტი...

უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის მეშვიდე მოდული

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, თბილისში უეფას Pro ლიცენზიის კურსის მეშვიდე მოდული მიმდინარეობს. 9-დან 12 მარტის ჩათვლით მოდულს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი მასპინძლობს.  მოდულს ესწრებოდნენ სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი ზაზა ზამთარაძე. მეშვიდე მოდულის ფარგლებში თბილისში იმყოფება უეფას მწვრთნელთა განათლების ექსპერტი და ჯირა პანელის წევრი, გენადი სკურტული.  PRO ლიცენზიის მიმდინარე კურსზე…

მეტი...

მეკარეების მწვრთნელებს უეფას A ლიცენზიები გადაეცათ

მეკარეების მწვრთნელთა A ლიცენზიის პირველი კურსის წარმატებულ კურსდამთავრებულებს უეფას ლიცენზიები გადაეცათ. მწვრთნელებს შესაბამისი ლიცენზიები სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ზაზა ზამთარაძემ და მწვრთნელთა განათლების მეკარეების მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით გვარამაძემ გადასცეს. უეფას მეკარეების მწვრთნელთა A ლიცენზიის მფლობელი 17 მწვრთნელი გახდა. A ლიცენზიის კურსი მეკარეების მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურია და სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. კურსის პროგრამა მოიცავდა როგორც…

მეტი...

სუპერლიგის XV ტური დასრულდა | ბათუმმა თელავი დაამარცხა

გურჯაანში დაწყებული სუპერლიგის მე-15 ტური ბათუმში დასრულდა. აჭარის დედაქალაქში სათამაშოდ თელავის თელავი ჩავიდა. ეს გახლდათ კახური გუნდის პირველი მატჩი, რაც ადგილმდებარეობა გამოიცვალა. მოგეხსენებათ, ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი, რომელსაც VSA BASKETBALL ერქვა, კახეთში გადავიდა. კლუბმა სახელი და ბინა გამოიცვალა, თელავის თელავი დაირქვა და ამიერიდან თამაშებს კახეთის მთავარ ქალაქში ჩაატარებს. თელავმა პირველი წრე 7 მოგებით და 3…

მეტი...

რაშმა ორბი ბოლო წამებზე დამარცხა | თსუ-მ ქუთაისს სძლია | რუსთავმა გორში იმარჯვა

სუპერლიგის მატჩები დაიძაბა. ეს ლოგიკურია: რაც უფრო ახლოვდება რეგულარული ჩემპიონატის დასასრული, მით უფრო მძაფრდება სატურნირო ვითარება. ცხრილის ქვედა ნახევარში, უფრო კი ბოლო ადგილებზე მყოფი გუნდები ძალ-ღონეს არ იშურებენ, გამარჯვების მოსაპოვებლად და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. თუკი გუშინ ბოლოადგილოსან დელტას გურჯაანში მცირედი დააკლდა მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად, დღეს მისმა კონკურენტმა რაშმა მორიგი 2 ქულა იზეიმა.  რაშს მეორე წრეში…

მეტი...

შერმადინის 24 ქულა 23 წუთში: 3194 ქულით გიორგი ტენერიფეს ყველა დროის ბომბარდირი გახდა

გიორგი შერმადინის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩი, რომელსაც სხვა, ბევრად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატში სტუმრად მანრესასთან 80:86 წააგო, თუმცა შერმადინმა ამ მატჩში გადააბიჯა კლუბის სარეკორდო ნიშნულს – ის გახდა ტენერიფეს ისტორიაში კალათბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა აქვს ჩაგდებული. აქამდე რეკორდი ხერმან გონსალესს ეკუთვნოდა და ის 3191 ქულას შეადგენდა. შერმადინმა ამ შედეგს მანრესასთან მატჩის ბოლო…

მეტი...