3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
3×3 საკალათბურთო სეზონი გაიხსნა. ტრადიციულად, წლის პირველი ტურნირები გაზაფხულის თასის ეგიდით იმართება. 3x3SpringCup2026-ის პირველ ტურნირს ვერის ბაღმა უმასპინძლა, რომელშიც ასაკობრივი ცენზი არ იყო დაწესებული და მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, რომელიც სარეგისტრაციო პირობებს აკმაყოფილებდა. ტურნირში სტანდარტულად – 12 გუნდმა გუნდმა მოიყარა თავი, რომლებიც 4 ჯგუფში განაწილდნენ. ერთი წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში გავიდა. პირველ საპლეიოფო…