ლოკო-2 მზადებას შეუდგა
ლიგა 4-ის გათამაშება სტარტს 1 აპრილს აიღებს. გუნდები ახალ სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ. მათ შორისაა თბილისის “ლოკომოტივი 2”. გუნდმა გასულ სეზონში ლიგა 3-ის გათამაშებაში მე-13 ადგილი დაიკავა თუმცა, ლოკოს ძირითადი გუნდის ლიგა 3-ში დაქვეითების გამო მეორე გუნდმა ერთი დივიზიონით ქვემოთ გადაინაცვლა. შარშანდელის მსგავსად, გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ლოკოს სამწვრთნელო შტაბს გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი, ლევან ყენია…