U21 | ახგლაზრდულმა მარტის მატჩებისთვის მზადება დაიწყო – პირველი ვარჯიში წყალტუბოში
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებით განაგრძობს. რამაზ სვანაძის გუნდმა დღეს წყალტუბოში პირველი ვარჯიში გამართა. ტყიბულის მეშახტეს შემტევი დიმიტრი ღურწკაია გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა. მოსამზადებელ ეტაპს დინამო ბათუმის – ლუკა წულუკიძე და წყალტუბო სამგურალის საყრდენი – ცოტნე ბერელიძე შემოუერთდნენ. ლატვიასთან და მალტასთან მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ….