ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
სუპერლიგის 21-ე ტური დღეს თბილისში 2 მატჩით გაგრძელდა. გათამაშების ლიდერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა სტუდენტურ დერბიში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს უმასპინძლა და 86:78 (სტატისტიკა) დაამარცხა. ორივე გუნდი ძირითადი გამთამაშებლის გარეშე თამაშობდა – თსუ-ს მცირე ტრავმის გამო კუენტინ ჰარდრიქტი აკლდა, კავკასიელებს კი დისკვალიფიცირებული ლუკა მაზიაშვილი. კავკასიელებმა წინა თვეში თსუ-სთან თასის გათამაშების მეოთხედფინალში წააგეს. ზოგადად ამ გუნდების დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო…