რაშმა დელტა დაამარცხა, რუსთავმა კი ზესტაფონში წააგო
დღეს დასრულდა სუპერლიგის 21-ე ტური, რომელმაც ვერ გადაწყვიტა, თუმცა მეტი სიცხადე შეიტანა ცხრილის ბოლოს მყოფ გუნდებს შორის. გარკვეულია, რომ გურჯაანის დელტამ სუპერლიგა დატოვა, თუმცა ჯერაც უცნობია, რომელი გუნდი დაიკავებს ბოლოსწინა, მე-10 ადგილს და სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს. სწორედ ის გუნდები თამაშობდნენ დღეს, რომლებიც დასარჩენად იბრძვიან. მე-10 ადგილზე გასვლის რეალური კანდიდატი დღევანდელი მატჩების შემდეგ რუსთავია….