თანაბარი ლიგა… მეექვსე ტურის ამბები
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეექვსე ტური გაიმართა. ხუთი მატჩიდან სამი ფრედ დასრულდა. რუსთაველებმა ბათუმელებს აჯობეს, ეს ზღვისპირელებისთვის სეზონში პირველი წაგებაა; მოქმედმა ჩემპიონმა იბერია 1999-მა კი სამგურალს მოუგო… დილა 1:1 გაგრა დილამ გორში ფრედ ითამაშა გაგრასთან. მასპინძლები ოთარ ფარულავას ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ. კარგი შეტევა იყო, თედო კიკაბიძის გარღვევა, მერე ლაშა მენთეშაშვილის პასიც და ფარულავას დასრულება – 1:0. …