რუსთავმა გორში მოიგო; ორი მატჩი 2:2 დასრულდა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სამი მატჩი გაიმართა: პირველი ტურის გადადებული შეხვედრები. ასე რომ, ახლა ყველა გუნდს თანაბარი რაოდენობის თამაშები აქვს. რუსთავმა სტუმრად მოუგო გორის დილას; იბერია 1999-მეშახტე, ისევე როგორც დინამოების დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშებით დასრულდა – 2:2. დინამო თბ 2:2 დინამო ბთ დინამოების დაპირისპირებაში ბათუმელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა. საწყის ცხრა წუთში ორი გოლი ვნახეთ….